ეროვნული რეფერალური მექანიზმი
ერთიანი სამოქმედო ინსტრუქცია ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციისათვის, რომელიც წარმოადგენს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის სფეროში მომუშავე საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს.
მიზანი
ეროვნული რეფერალური მექანიზმის მიზანია იმ ღონისძიებათა ერთობლიობის განსაზღვრა, რომელნიც მიმართული იქნება ოჯახში ძალადობის აღკვეთაზე, პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებაზე.
პრევენცია, დაცვა და რეაბილიტაცია
ეროვნულ რეფერალურ მექანიზმში ოჯახში ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია წარმოდგენილია სამი ძირითადი საფეხურის გათვალისწინებით:
1. ოჯახში ძალადობის იდენტიფიკაცია,
2. მსხვერპლის და მოძალადის იდენტიფიკაცია,
3. მსხვერპლის დაცვა და რეაბილიტაცია.
რეფერალური მექანიზმების სუბიექტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – საპატრულოპოლიცია) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახური (შემდგომში – საუბნო პოლიცია), სასამართლო ორგანოები, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო სისტემის დაწესებულებები, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისისაბჭო (შემდეგში – უწყებათაშორისი საბჭო), პროკურატურის ორგანოები, უფლებამოსილი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
სახელმწიფო სტრუქტურები

მოცემულ ბლოკში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გაეცნოთ, თუ რა ვალდებულებები გააჩნია თითოეულ სახელმწიფო უწყებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
საბჭოს მისიაა, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის შესახებ ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა როლის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას და თემის პოპულარიზაციას როგორც გარე, ისე შიდა აუდიტორიაში. უზრუნველყოს სხვადასხვა დაინტერესებული თუ ჩართული მხარის ძალისხმევის გაერთიანება ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის წარმოებისას.

წევრების სია იხილეთ ბმულზე.

საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ აქ.
ოფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო
ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, შექმნილი საბჭო, რომლის ამოცანებია:

  • ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
  • ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხილვა და დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარდგენა;
  • სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი.

ფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამიდივნო
სამდივნო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების კოორდინაციას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

სახელმწიფო უწყებების კოორდინაციასთან ერთად, სამდივნო ასევე უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავების, მათი განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.

სამდივნო 2014 წელს შეიქმნა და ახორციელებს ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას და ორგანიზაციულ-ანალიტიკურ მხარდაჭერას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სამინისტრო სხვა უწყებებთან და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის დაძლევაზე. ამ მიზნით 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ". შსს-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობაში, რომელიც შეიმუშავებს და კოორდინაციას უწევს ოჯახში ძალადობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს დროულ რეაგირებას და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობას შემდეგ დანაშაულებზე:

  • ოჯახური დანაშაული
  • ქალთა მიმართ ძალადობა
  • დისკრიმინაციის ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული
  • ტრეფიკინგი
  • არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაული
  • სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
  • ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული

დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს დანაშაულების გამოძიების მეთოდოლოგიის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს და წარუდგენს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, მოსამსახურეთა გადამზადების/კვალიფიკაციის ამაღლების წინადადებით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს-საქართველოს შინაგან სამინისტროს აკადემიას, ახორციელებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაციას, სამინისტროს უფლებამოსილ ქვედანაყოფს მიმართავს წინადადებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შესახებ, უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესწავლა-ანალიზს.

ფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი - საქართველოს პოლიცია
წარმოადგენს საზოგადოების სამსახურში მდგომ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც კანონის განუხრელი დაცვით უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის თავისუფლებას და უსაფრთხოებას. პოლიცია, როგორც საზოგადოების სამსახურში მდგომი სახელწიფო ორგანო, ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
სიმშვიდის, წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, პოლიცია თავის საქმიანობას საზოგადოებასთან პარტნიორობის გზით ახორციელებს.
პოლიციას მუდმივი ურთიერთობა აქვს საზოგადოებასთან, რათა განისაზღვროს მათი პრობლემები, საჭიროებები და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.

ფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
საპატრულო/საუბნო პოლიცია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქმედი სტრუქტურული და ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენას, აღკვეთას, შესაბამის სამართალწარმოებას, პრევენციას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და შემაკავებელი ორდერის გამოცემას.
შსს აკადემია
საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასწავლო პროგრამების მეშვეობით უზრუნველყოფს საზოგადოებაზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური საპოლიციო კადრების მომზადებას.

შსს აკადემიაში მომავალი პოლიციელებისთვის ხორციელდება საპოლიციო საბაზისო სასწავლო პროგრამები, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლებისთვის - კვალიფიკაციის ამაღლების, დაწინაურებისა და გადამზადების კურსები.

შსს აკადემიაში არსებული კვალიფიციური ინსტრუქტორები და თანამედროვე ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას მსმენელებმა მაღალი ხარისხის თეორიული ცოდნის პარალელურად, შეიძინონ და გაიღრმავონ საპოლიციო პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

შსს აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მსოფლიოს წამყვან პოლიციის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

ფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112"

აღნიშნული სსიპ-ი ახორციელებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვისათვის შესაბამის სატელეფონო მომსახურებას, აგრეთვე 24-საათიან უწყვეტ ვიდეომეთვალყურეობას ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, სამართალდარღვევის დაფიქსირების ადმინისტრირებისა და აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.

ცენტრის ძირითადი მიმართულებებია:
  • დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესება,
  • საგზაო უსაფრთხოების ეფექტური მართვა,
  • ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა,
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტეგრირებული მართვის სისტემის შექმნა,
  • კრიზისული სიტუაციების ეფექტური პრევენცია / მართვა,
  • მონაცემთა ეფექტური დამუშავება / ანალიზი,
  • კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლი.

ფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
მართლწესრიგის ოფიცერი

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება და ა.შ.

ფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სამინისტროს სხვა უწყებებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. სწორედ ამ მიზნით 2014 წლის 19 ივნისს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ" ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას (სტამბულის კონვენცია) და ითავა 17 კონკრეტულ კანონში ცვლილებების განხორციელება. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების დახვეწის გზით ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის წარმოება.
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
სასწავლო ცენტრი სამინისტროს სხვა უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ან/და ტრენინგების მაღალკვალიფიციურად განხორციელებას.

ფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად სამსახურის ძირითადი მისისაა, მოძალადე მსჯავრდებულებისთვის ქცევის კორექციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

ფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად სამსახურის ძირითადი მისისაა, მოძალადე მსჯავრდებულებისთვის ქცევის კორექციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

ფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
საქართველოს პროკურატურა

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად საქართველოს პროკურატურის ამოცანებია:
  • სტატისტიკის წარმოება და მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • პროკურორთა სპეციალიზაციის გაძლიერება ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე;
  • ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტების სათანადო კვალიფიკაცია, სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოების უზრუნველყოფისათვის სისხლის სამართლის საქმეების მუდმივი მონიტორინგი;
  • პროკურატურის თანამშრომლებისთვის ოჯახური დანაშაულების შესახებ რეკომენდაციების განახლება საჭიროებისამებრ.

2027-2021 წლების საქ. პროკურატურის სტრატეგიით და სამოწმედო გეგმით ასევე განისაზღვრა ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანად გამოყენებისა და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შემდეგი მიმართულებები:
  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობის არსებობა;
  • ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ფაქტების გამოვლენის მექანიზმების გაუმჯობესება;
  • ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;
  • სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოება;
  • ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ფაქტების შემცირება;
  • პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება;
  • ასევე, სხვა სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავება;
  • პრევენციულ ღონისძიებებში საზოგადოების ჩართვა.

ფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
სასამართლო ორგანოები
საქართველოს საერთო სასამართლო სისტემის ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შესაბამის საპროცესო სამართალწარმოებას, დამცავი ორდერის გამოცემასა და შემაკავებელი ორდერის დამტკიცებას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სამინისტრო უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის (დაზარალებულთათვის) ხელმისაწვდომი და ხარისხიანი დაცვისა და დახმარების მომსახურებას.

ფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
სააგენტოს მიზნებია:
  • ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობა;
  • ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემა და მათი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
  • ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
  • ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის მომსახურებ(ებ)ით უზრუნველყოფა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა;
  • სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა რეაბილიტაცია და დახმარება.
ფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
სოციალური მომსახურების საგენტო
სოციალური მომსახურების სააგენტოს ძირითადი მიზანია მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენის მხარდაჭერა, მოქალაქეთათვის გაწეული მომსახურების ხარისხის ამაღლება, სერვისების დახვეწა, უფრო მოქნილ, მარტივ და სწრაფ, მოსახლეობისათვის ადვილად ხელმისაწვდომ მექანიზმებზე გადაყვანა. მთავარია, თითოეულმა მოქალაქემ თავი ღირსეულად იგრძნოს და მიიღოს სამართლიანი უზრუნველყოფა.

ფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სოციალური მუშაკები
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრული სოციალური მუშაკი, რომელიც არასრულწლოვანზე ძალადობის დროს არასრულწლოვანი პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, ხოლო ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში – მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვანს განცალკევევს მოძალადე მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან ნებისმიერი სხვა მოძალადისაგან. განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი ახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას და მსხვერპლისა და იმ პირების გამოკითხვას, რომლებსაც მისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ. საჭიროების შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იძახებს და გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციას გადის ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმთან. ამის საფუძველზე პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი აფასებს შემთხვევას და არასრულწლოვნის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით დადგენილი წესით. სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიმართავს პოლიციას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას უზრუნველყოფს.
ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები
ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები (პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, საავადმყოფოები, ფსიქიატრიული დაწესებულებები, საექსპერტო დაწესებულებები და ა.შ.), რომლებიც უზრუნველყოფენ ოჯახში ძალადობის გამოვლენას, პრევენციას, პირველად გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, ასევე – სოციალური მომსახურების ფუნქციის შესრულებას; საჭიროების შემთხვევაში ახორციელებენ არასრულწლოვანთა მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად სამინისტროს ძირითადი მისისაა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ან/და ტრენინგების განხორციელება.


ოფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
საგანმანათლებლო რესურცენტრები
კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრს დებულებით ევალება მის სამოქმედო ტერიტორიაზე შესაბამისი ღონისძიებების (ტრენინგების, სემინარების და სხვა) ორგანიზებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადამიანური რესურსების განვითარებაზე ზრუნვა, სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა (რაც გულისხმობს ასევე გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის და გენდერული თანასწორობის დანერგვის მიმართულებით გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვას და ხელშეწყობას), ასევე სკოლებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგი და შეფასება, სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.


ოფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანატურის სამსახური
მანდატურის სამსახურს ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, შესაბამისი საგანმანათლებლო კამპანიებისა და ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელების პროცესში მონაწილეობის გარდა, ევალება ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, მათი მშობლებისა და ასევე, მასწავლებლებისათვის.

ოფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად სამინისტროს ძირითადი მისისაა, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მექანიზმის შემუშავება არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ პირების მონაწილეობით, პოლიტიკის დოკუმენტებსა და პროგრამებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხთა ინტეგრირების მიზნით მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა.

ფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს.

- ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის/ სავარაუდო მსხვერპლისათვის, როდესაც მის მიმართ „დამცავი" ორდერის გამოცემის საკითხს განიხილავს სასამართლო, უფლება აქვს ისარგებლოს საზოგადოებრივი ადვოკატით, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი; ხოლო პოლიციის მიერ „შემაკავებელი" ორდერის გამოცემისას, ამ უფლებით სარგებლობა მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს შეუძლია, თუ იგი გადახდისუუნაროა.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, გადახდისუნარიანობის მიუხედავად, ასევე, უზრუნველყოფილია საადვოკატო მომსახურებით „იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის 231 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ იმ საქმეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან.

ფიციალურ ვებგვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს.
ოფისების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

ადგილობრივი თვითმმართველობა
მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით განახორციელოს ღონისძიებები დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის) მხარდაჭერის, ტურიზმის განვითარების, სოციალური დახმარების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით − ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი განათლების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის და სხვა მიზნებით. სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტის ორგანოები, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.
საკრებულოში არსებული გენდერული თანასოწრობის საბჭოები
მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი საკრებულო. ის წარმოადგენს საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
გედნერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე
მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლის, განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვის და ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული გენდერული თანასწორობის საკითხებზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირი მერიაში.
მერიის სოციალური (ან/და ჯანმრთელობის დაცვის) სამსახური/განყოფილება
უმრავლეს მუნიციპალიტეტში კურირებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე დახმარების პროგრამებს.
ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება
მოცელული განყოფილება შედის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დაქვემდებარებაში.
უფლებამოსილი საერთაშორისო/ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოში მოქმედი ის საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ოჯახში ძალადობისა და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით, აქვთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის სათანადო გამოცდილება, მათი მომსახურება და შესათავაზებელი მომსახურების პირობები შეესაბამება რეფერალური სისტემისთვის დადგენილ სტანდარტებს და რეფერალური სისტემის მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურებთან მემორანდუმზე ხელმოწერით გამოხატავენ მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღონ მსგავს საქმიანობაში. კრიზისული ცენტრით მომსახურების განხორციელებისთვის შესაბამისი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმობისათვის მიმართავს უწყებათაშორის საბჭოს.
Made on
Tilda