იმერეთის მხარე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

მედიკამენტებით უზრუნველყოფა (წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 150 ლ დახმარება).

უფასო მგზავრობა (სარგებლობა შესაძლებელია სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების გამოყენებით, ბილეთის ფასი 40 თეთრი. სამგზავრო მოწმობის მისაღებად საჭიროა ფოტოსურათის, პირადობის მოწმობისა და კატეგორიის მიმანიშნებელი დოკუმენტის წარმოდგენა).

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება (დახმარების მიმღები პირი/ოჯახი, თავშესაფარში შესვლამდე და თავშესაფრის დატოვების შემდეგ რეგისტრირებული უნდა იყოს ქალაქ ქუთაისში. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მყოფ პირს/ოჯახს, თავშესაფრის დატოვების შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, გაეწევა დახმარება 100 ლარის ოდენობით. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურულმა ერთეულებმა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებმა, ბენეფიცარის თავშესაფრის დატოვებამდე სოციალურ საკითხთა სამსახურს უნდა წარუდგინონ მომართვა და დასკვნა – რეკომენდაცია ოჯახური ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში განთავსების ვადების მითითებით. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და განცხადება პირის/ოჯახის ქვეპროგრამაში ჩართვის საჭიროების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. ბენეფიციარს დახმარება დაენიშნება მომართვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ფინანსური დახმარება გაიცემა ქვეპროგრამის განხორციელების ვადის ამოწურვამდე, არაუმეტეს 1 წლისა. ქვეპროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს მომსახურება შეუწყდებათ: პირადი განცხადების, გარდაცვალების, საცხოვრებლად სხვა რაიონში გადასვლისა და ქვეპროგრამით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში).

წყარო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

ერთჯერადი ფულადი დახმარება - ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხა გაცემა თვეში არაუმეტეს 150 ლარი.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება (გინეკოლოგის ან / და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან / და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტს - 200 ლარი.

წყარო
ხონის მუნიციპალიტეტი

ერთჯერადი ფულადი დახმარება - ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხა გაცემა თვეში არაუმეტეს 150 ლარი.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება (გინეკოლოგის ან / და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან / და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტს - 200 ლარი.

წყარო
ვანის მუნიციპალიტეტი

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება - ქვეპროგრამა ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეზე (მსხვერპლზე), რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა, ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

წყარო
ბაღდათის მუნიციპალიტეტი

თანადგომის საჭიროების მქონე ოჯახთა დახმარება - ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან ეკონომიკურ სიდუხჭირეში და/ან მოულოდნელ კრიზისულ ვითარებაში, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დამარებას არაუმეტეს 200 ლარის ფარგლებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში.

წყარო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით ან საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

წყარო
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
თვითმმართველი ქალაქი ფოთი

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებები - „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოქალაქეზე (მსხვერპლზე), რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა) სტატუსის მინიჭების შემდგომ - ერთჯერადად 300 ლარის გაცემას.

თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა - დახმარება გაიცემა ყოველთვიურად, 6 თვის ვადით – არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა.
აბაშის მუნიციალიტეტი

თავშესაფარის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებლის ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა - პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებული თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახები ან პირი, რომელთა საცხოვრებელი სახლი, სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის და სხვა გარემოებების გამო დაინგარა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისთვის საშიში გახდა. ასევე პირები, რომლებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი.
სენაკის მუნიციპალიტეტი

სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამა - მოქალაქეზე, რომლის უფლებები დაირღვა და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა) სტატუსის მინიჭების შემდგომ გაიცემა ერთჯერადად 300 ლარი.

წყარო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება - პროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი და ახალშობილი ოჯახების ერთჯერად ფულად დახმარებას, მარტოხელა მშობლების და დედ–მამით ობოლი ბავშვების ყოველთვიურ ფულად დახმარებას, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის ფუნქციონირებას, ოჯახში ან/და ძალადობის მსხვერპლთა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე განსახორციელებელი აქტივობების ფინანსურ მხარდაჭერას. ბავშვების სოციალური დაცვის ერთჯერადი დახმარებები: მრავალშვილიანი ოჯახებისათვის- 18 წლამდე ასაკის 4 ბავშვზე – 200 ლარი; 5 ბავშვზე–300 ლარი და ა.შ; პირველი–მეორე შვილის შეძენისას სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ( სარეიტინგო ქულა 65001–ზე ნაკლები)– 200 ლარი ; ნებისმიერი კატეგორიისთვის: ტყუპის შეძენისას –500 ლარი ; დედ–მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ყოველთვიური დახმარება 50 ლარის ოდენობით; მარტოხელა მშობლის, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი ქორწინების გარეშე ყოველთვიური დახმარება -50 ლარის ოდენობით; ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100-800 ლარამდე ოდენობით (შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში სასამართლოსა და ან/და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით) სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად.

ძალადობის მსხვერპლთა დახმარება ბინის ქირის საფასურის გადახდის მიზნით, თითოეულ ოჯახზე 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად, შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით.

სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსება - პროგრამა მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, შშმ, მრავალშვილიანი, ძალადობის მსხვერპლი, ზრუნვის სისტემიდან გასული, მარჩენალდაკარგული და ა. შ.) ჩართულობას პროექტებში, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას. წარმოდგენილი პროექტები შეირჩევა მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის მიერ დებულების მიხედვით.

წყარო
მარტვილის მუნიციპალიტეტი

უსახლკაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა - დახმარება მიეცემა: მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (გარდა დევნილისა) შემდეგ მოქალაქეებს : ა)რომლებიც სხვა და სხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩნენ; ბ) მარტოხელა დედას; გ) ძალადობის მსხვერპლად აღიარებულ პირს; დ)ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია(საცხოვრებლად უვარგისია, არ ფლობს სხვა საცხოვრებელ ფართს გარდა ,დაზიანებული სახლისა და არ ექვემდებარება აღდგენას). ქირა განისაზღვრა ოჯახზე/ პირზე ყოველთვიურად 50-100 ლარის ოდენობით./უსახლკაროდ დარჩენილ პირთათვის , რომლებმაც საცხოვრებელი დაკარგეს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე , აუცილებელი საცხოვრებელი ფართით, დროებით სარგებლობისათვის საჭირო ქირის ან ქირის ნაწილის დაფარვა.

წყარო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფულადი დახმარების პროგრამა - პროგრამის მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართ ფინანსური ხელშეწყობა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.

წყარო
გურიის მხარე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ხანძარისა და მეწყერისაგან დაზარალებული, ასევე საცხოვრებლად უვარგისი სახლების მქონე ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა. ბენეფიციარებზე ბინის ქირის გადახდა თვეში არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა. ამავე პროგრამის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლ ქალთა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე რეგისტრირებული ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე ბენეფიციარს გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება მათი საჭიროებების გათვალისწინებით. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თითოეულ ბენეფიციარზე დადგენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 1000 (ათასი) ლარამდე.

წყარო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან მცხოვრებ ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებს გაუწიოს ერთჯერადი დახმარება ფულადი ფორმით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

წყარო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

მოხდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური დახმარება.

წყარო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
თვითმმართველი ქალაქი ბათუმი

ქ. ბათუმში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის ძალადობის მსხვერპლ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურება.

წყარო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

სოციალური პროგრამების ფარგლებში მიმდინარეობს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის (მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ, უსახლკარო და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები) სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდება.
შუახევის მუნიციპალიტეტი

შეამციროს ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობის გამწვავების სიხშირე; შეამციროს ძალადობრივი ქცევის (საკუთარი თავის მიმართ ან ირგვლივმყოფების მიმართ) რისკი; შეამციროს სტაციონირების სიხშირე. ხელი შეუწყოს ხანგრძლივი რემისიისა და სტაბილიზაციის პერიოდის შენარჩუნებას; ოჯახისა და პაციენტის ფსიქოგანათლებითა და მათთან თერაპიული ურთიერთობის დამყარებით ხელი შეუწყოს პაციენტის ინსაიტის გაზრდას, რაც პაციენტის მობილური გუნდიდან ამბულატორიულ სერვისში გადასვლას უზრუნველყოფს. ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიწოდების უზრუნველყოფას.

წყარო
კახეთის მხარე
თელავის მუნიციპალიტეტი

დროებითი გადახდებით უზრუნველყოფის ღონისძიებები - ოჯახებს, ვისაც აქვთ საცხოვრებლად უვარგისი ბინები ან საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი. მოსარგებებლე კატეგორია თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებილი სოციალურად დაუცევლი ოჯახები, ძალადობის მსხვერპლი პირები, მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირთა ოჯახები, პირები, რომლებიც გასული არიან სახელმწიფოს ზრუნვიდან. აღნიშნული კატეგორია დაფინანსდება თვეში 100 ლარის ფარგლებში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობების მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართის ქირის თანადაფინანსება - გურჯაანის მუნიციპალიტეტში არანაკლებ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფაქტობრივად მცხოვრებ უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა (მათ შორის ძალადობის მსხვერპლთათვის) – საცხოვრებელი ფართის ქირა 100 ლარის ოდენობით გაიცემა.

წყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

უსახლკარო ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ხანძარისა და მეწყერისაგან დაზარალებული, ასევე საცხოვრებლად უვარგისი სახლების მქონე ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა. ბენეფიციარებზე ბინის ქირის გადახდა თვეში არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა. ამავე პროგრამის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლ ქალთა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

რეინტეგრირებული ოჯახების ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამა - პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით.

წყარო
მცხეთა-მთიანეთის მხარე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

ერთჯერადი სოციალური დახმარება - გაიცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს, უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის, სტიქიის ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას. დახმარება ერთჯერადია და შეადგენს 100 (ასი) ლარს.
ქვემო ქართლის მხარე
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრმა - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა. დახმარება გაიცემა პირებზე, ვინც განიცდიან ეკონომიკურ სიდუხჭირეს უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის, სტიქიის ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ერთჯერადი ფინანსური დახმარება - „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული მსხვერპლი – 100 (ასი) ლარის ოდენობით.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

ერთჯერადი დახმარება გაეწევა დედით, ან მამით ობოლ ბავშვებს (200 ლარით), მარტოხელა მშობელს (200 ლარი), მეოთხე და მომდევნო შვილის შეძენისას (200 ლარი) იმ შემთხვევაში თუ ოჯახი ვერ ერთვება ყოველთვიური დახმარების პროგრამაში, ძალადობის მსხვერპლს (200 ლარი) და პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირს (200 ლარი).
შიდა ქართლის მხარე
გორის მუნიციპალიტეტი

სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფის ერთჯერადი ფულადი დახმარება.

წყარო
Made on
Tilda