არასამთავრობო სერვისები
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
ფონდი „სოხუმი" წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციას (რეგისტრირებულია1997 წლის ოქტომბერში).

ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გენდერული ძალადობისგან დაცვა: ძალადობის მსხვერპლის იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაცია; ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია (დღის ცენტრი); ოჯახში ძალადობის პრევენცია; მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაში დახმარება, ადვოკატირება.

ფსიქოლოგის კონსულტაცია
579 340 707
იურისტის კონსულტაცია
579 363 982

სათაო ოფისი:
ქუთაისი, მგალობლიშვილის 6
ტელ: (+995 431) 27 13 68; 597 40 51 46
ელფოსტა: woman@fundsokhumi.ge
Web: www.fsokhumi.ge
Facebook
წარმომადგენლობითი ოფისი: თბილისი, ადამ მიცკევიჩის 29ბ
ტელ: (+995) 5 71 41 04 89
ფონდი „სოხუმის" რეგიონალური ქალთა მხარდაჭერის ცენტრების კონსულტანტები
თერჯოლა - რუსუდან კოვზირიძე
599 000 257

ვანი - თამარ ძნელაძე
577 486 672

ბაღდათი - სოფო ნატრიაშვილი
595 09 07 04

სამტრედია - თამილა კეკელიძე
551 27 73 76

სენაკი - მზია ბიგვავა
591 44 99 52

ზუგდიდი - დოდო ბუკია
579 07 95 05

წალენჯიხა - ასმათ კვარაცხელია
599 10 08 70 70

ტყიბული - ფატიმა რობაქიძე
599 530 783

ჩოხატაური - ნინო კაპანაძე
599 17 95 94

ქობულეთი - ნათია კიკვაძე
579 41 75 75
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
თბილისის სახლი დაფუძნდა „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ მხარდაჭერით, 2010 წელს. „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი“ იცავს, აძლიერებს და მხარს უჭერს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს. ამჟამად დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთობლივად ახორციელებენ საქმიანობას 11 ქვეყანაში მოქმედ 16 ადამიანის უფლებათა სახლში. თბილისის სახლი არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია და შედგება შემდეგი ხუთი წევრისგან: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „უფლებები საქართველო“, „მედიის ინსტიტუტი“, „საფარი“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“. თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობის გაძლიერებით, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის და ადვოკატირების მიზნით, თბილისის სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით იცავს და აძლიერებს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს, ასევე ახორციელებს ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობას.

მისამართი: თბილისი, გახოკიძის, 11ა (ყოფილი ქანთარიას ქუჩა)
ტელ: +995 32 2 38 20 18
ელფოსტა: tbilisi@humanrightshouse.org
web: https://hrht.ge/
Facebook





კავშირი „საფარი“
კავშირი „საფარი“ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს უწევს ფიზიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს.
„საფარის“ მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, პოლიციელების და სოციალური მუშაკების გადამზადება და გენდერული თანასწორობის და ძალადობის აღმოფხვრის კუთხით ქართული კანონმდებლობის მაქსიმალური გაუმჯობესება, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა და ქალთა მოძრაობის გაძლიერება.

„საფარმა“ გახსნა პირველი თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის.

გარდა ამისა, „საფარს“ აქვს მობილური აპლიკაცია SAFE YOU, რომლის მიზანი ქალთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
SAFE YOU-ს ინსტალაციით შეგვიძლია, საიმედო რჩევები მივიღოთ სხვადასხვა სპეციალობის პროფესიონალებისგან. ფორუმი შედგება 4 ნაწილისაგან: „ფსიქოლოგია“, „სოციალური საკითხები“, „იურიდიული საკითხები“ და „რეპროდუქცია“. აპლიკაციის ჩამოსატვირთად მიჰყევი ბმულს:
Android: https://bit.ly/318nSsl
IOS: https://apple.co/2Z7s3Cq

მისამართი: თბილისი, გახოკიძის, 11ა
ტელ: 0322 30 76 03, 599 40 76 03
ელფოსტა: unionsapari@gmail.com
Web: https://sapari.ge/
Facebook
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში მომმართველებს მიეწოდებათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ. მომმართველი კონსულტაციას იღებს როგორც უშუალოდ ორგანიზაციის იურისტთან შეხვედრისას, ასევე ტელეფონის საშუალებით. ასევე, ძდექ-ის იურისტი ბენეფიციარს წარმომადგენლობას უწევს პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.

გარდა იურიდიული კონსულტაციისა ძდექ-ის სერვისებია:
ფსიქოლოგის დახმარება;
სოციალური მუშაკის დახმარება;
თავშესაფრის მომსახურება.
ძდექ-ის მიერ შემოთავაზებული ყველა სერვისი უფასო და ანონიმურია.

თბილისი, ზურაბ ჭავჭავაძის 9 (ყოფილი შეროზიას ქუჩა), ს/ი: 0112
ტელ: (+995 32) 2950679, (+99532) 2726717
ელფოსტა: antiviolence@avng.ge
Web: http://avng.ge/
Facebook
ფონდი „ფემინას“ ძირითადი მიზანია, განავითაროს ფემინისტური ფილანთროპია, გააძლიეროს ქალთა სოლიდარობა და თავისი წვლილი შეიტანოს გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის ღია თუ დაფარული ფორმების დაძლევაში.

ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლ ქალებს/გოგონებს უწევს უფასო
იურიდიულ კონსულტაციას;

ფსიქოლოგიურ კონსულტაციას.

აქვს
ფსიქიკური, განათლების, პროფესიული გადამზადების, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამები.

კონკრეტული მომსახურების მისაღებად პირმა უნდა წარმოადგინოს სათანადო დოსიე, რის შემდეგაც ის ხდება ფონდის ბენეფიციარი.

თბილისი, დიღმის მასივი, ევგენი მიქელაძის 1
ტელ: 574 09 43 21
ელფოსტა: femina2go@gmail.com
feminafund@gmail.com
Facebook
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT მომსახურებას უწევს ოჯახში და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს. ცენტრში პაციენტებს უტარდებათ სამედიცინო და ფსიქოლოგიური კონსულტირება, თერაპია, მედიკამენტოზური თერაპია.

გაითვალისწინეთ, რომ ცენტრს აქვს სერვისში მიღების კრიტერიუმები, ასევე ლოდინის რეჟიმის სია.

თბილისი, ვ. ანჯაფარიძის 9
ტელ: 2 22 0689
ელფოსტა: info@gcrt.ge
Web: http://gcrt.ge
Facebook

WISG - "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" 2000 წელს დაარსებული ფემინისტური ორგანიზაციაა, რომელიც ფოკუსირებულია ლესბოსელი, ბისექსუალი ქალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების გაძლიერებაზე. ორგანიზაცია მუშაობს რამდენიმე მიმართულებით, ესენია:

ადვოკაცია: ადგილობრივ დონეზე ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის ლობირაბაზე და საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაზე. ასევე სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე, როგორც ადგილობრივად, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, და თემის წევრებისთვის უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ კონსულტაციებსა და სამართლებრივ დახმარებას.
თემის გაძლიერება: გაძლიერებაში იგულისხმება ფსიქო-სოციალური გაძლიერება და ცნობიერების ამაღლებაზე, უსაფთხო სივრცის შექმნაზე მიმართული სისტემატური მუშაობა თავად თემის წევრების უშუალო ჩართულობით.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა: სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებზე ინფორმირებულობა, არაფორმალური განათლება, სიძულვილის ენის მედია-მონიტორინგი, კამპანიები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, ტრანს ხილვადობის შესახებ და სხვა.

ორგანიზაცია სერვისით მოსარგებლე პირებს სთავაზობს მულტიდისციპლინურ მიდგომას. მულტიდისციპლინურ გუნდში ჩართული სპეციალისტები არიან სოციალური მუშაკი (ქეის მენეჯერი), ფსიქოლოგი, იურისტი, სექსოლოგი, ფსიქიატრი.

ტელეფონი: 595190303
ელფოსტა: info@wisg.org
Web: https://www.wisg.org/ka
Facebook

ასოციაცია ურყევად იცავს და ემსახურება იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რისთვისაც წლების წინ დაფუძნდა და ამ დრომდე:

წელიწადში 50 ათასამდე მოქალაქეს უწევს იურიდიულ კონსულტაციას უფასოდ და ათეულობით ადამიანს იცავს სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოების წინაშე მათი დარღვეული უფლებების აღსადგენად.

ყოველწლიურად მიმართავენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მოქალაქეთა უფლებების დაცვისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ საქმეებზე.

აქტიურად თანამშრომლობს ხელისუფლების სამივე შტოსთან და იღწვის იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ადამიანის უფლებათა დაცვის საკანონმდებლო გარანტიები.

ცხრა ოფისი (https://gyla.ge/ge/mod/regions ) ყოველწლიურად 200-მდე გასვლით შეხვედრას ატარებს მოსახლეობასთან, მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ყავს 800-მდე წევრი, 100-ზე მეტი თანამშრომელი და ათეულობით დონორი, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია https://gyla.ge/ge/page/donors-and-partners.

ყოველწლიურად 200-მდე სტუდენტ იურისტს აძლევს საშუალებას, გაიღრმავოს ცოდნა და განავითაროს იურისტის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

მისი ბიბლიოთეკა ყოველთვიურად ათობით მკითხველს ემსახურება.

ცენტრალური ოფისი
თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15
ტელ.: (995 32) 293 61 01 / 295 23 53
ფაქსი: (995 32) 292 32 11
ელ-ფოსტა: GYLA@GYLA.GE
Web: https://gyla.ge/
Facebook
იურიდიული კონსულტაცია
თბილისი, უზნაძის ქ. #101
ტელ.: (995 32) 299 50 76

ოფისების ჩამონათვალის სანახავად მიყევით ბმულს: https://gyla.ge/ge/mod/regions

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), ყოფილი ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი (HRIDC) დაარსდა 1996 წლის 10 დეკემბერს თბილისში. მისი მიზანია საქართველოში ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვასა და ძირეული თავისუფლებების განვითარებას, ასევე წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ახორციელებს იმ პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების კანონთან და საერთაშორისო სტანდართებთან შესაბამისობას. ორგანიზაცია თანამშრომლობს მხოლოდ ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს და მათი მიზანია ქვეყანაში დემოკრატიისა და მშვიდობის დამყარება.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიცვას თავისი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები; მას სჯერა, რომ აღნიშნული უფლებების გახორციელება არის ძირეული ნაბიჯი საქართველოში მშვიდობის დასამყარებლად და თანამედროვე, ადამიანის უფლებებზე დაყრდნობილი დემოკრატიის ასაშენებლად.

0160 თბილისი , ა. გახოკიძის ქ. 11ა, (ყოფილი გაგარინის 2 ჩიხი) III სართული
ტელ.: (+995 32) 237 69 50, (+995 32) 2 38 46 48
ელ-ფოსტა: hrc@hrc.ge
ვებ-გვერდი: www.hrc.ge
Facebook

ოფისები
გორი

ი. ჭავჭავაძის ქ. № 45
ტელ.: 0 (370) 27 07 18
ალექსი მერებაშვილი - გორის ოფისის კოორდინატორი
მობ.: 591 01 99 55
ელ-ფოსტა: aleksimerebashvili@gmail.com
გურჯაანი
მისამართი: გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა 14, III სართული
ტელ.: 0 (353) 22-50-70
ლია ხუროშვილი - გურჯაანის ოფისის კოორდინატორი
E-mail: liakhuroshvili@gmail.com
599 22 86 52
არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შეიქმნა 2012 წელს, რომლის მისიაა, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების - მათ შორის ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ხანდაზმულების და სხვათა მხარდაჭერა, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის მხარდაჭერა, რაც მიიღწევა:

ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციისა და სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფით;

სტრატეგიული სამართალწარმოების გზით სოციალური ჯგუფების დისკრიმინაციის შემთხვევების სასამართლოში წარმომადგენლობით;

ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის მხარდაჭერით;

ადამიანის უფელებების სფეროში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაძლიერებით;

სოციალური ჯგუფის წარმომადგენლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ორგანიზებით;

სამართლებრივი და სოციალური კვლევების ჩატარებით, რომელიც საფუძვლად ედება მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ადვოკატირების კამპანიას.

მისამართი: ალექსიძის 1, კორპ. #2; ბ.26 (თბილისი)
ტელ.: (995) 032 2 33 13 56
ელ.ფოსტა: phr.georgia@gmail.com
Facebook
ასოციაცია „მერკური"
ასოციაცია „მერკური" არის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც 2007 წლიდან ახორციელებს პროექტებს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

2018 წლიდან ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარი" და დღის ცენტრი.

ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:
- უსაფრთხო განთავსება
- კვებით და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფა
- ფსიქოლოგიური მხარდაჭოჯახის მხარდაჭერის ერა (თერაპია, კონსულტაციები)
- სოციალური მუშაკის მხარდაჭერა
- იურისტის კონსულტაციები
- მოკლევადიანი პროფესიული კურსები
- რე-სოციალიზაციის აქტივობები (კლუბი, სემინარები, ვორკ-შოპები) ქალებისთვის და ბავშვებისთვის
- ოჯახის წევრებთან მუშაობა/მედიაცია
- ქცევის კორექციის კურსი ძალადობრივი ქცევის მქონე პირებთან

მისამართი: ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. 12/6
ტელ. 577 446444
e-mail: merkuringo@gmail.com
Web:www.merkuri.org.ge
Facebook
Facebook
ასოციაცია "ჰერა-XXI"
ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი" მხარს უჭერს მოხალისეობრივ საქმიანობას და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების რეალიზებას, ადვოკატირებით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლებისა და ხარისხიანი სერვისების მიწოდებით.

ჰერა ოცდაერთის ქოლ-ცენტრის საშუალებით (ცხელი ხაზი: 0322 011 221) შესაძლებელია შემდეგი უფასო სატელეფონო და ონლაინ დისტანციური სერვისების მიღება:

ექიმ-რეპროდუქტოლოგის კონსულტირება;

სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებსა და ოჯახში ძალადობაზე იურიდიული კონსულტაცია;

იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სოციალური მუშაკის კონსულტირება;

ექიმ-რეპროდუქტოლოგისა და იურიდიული კონსულტანტის ონლაინ კონსულტირების სერვისი ახალგაზრდებისთვის - სერვისის მიღება შესაძლებელია პლატფორმაზე: http://youth-counseling.ge/

ორგანიზაციის მხარდაჭერით ფუნქციონირებს Facebook ჯგუფი „ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები". სივრცე საშუალებას აძლევს ქალებს, ანონიმურად მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული, კვალიფიციური კონსულტაცია ონლაინ სივრცეში, რჩევები და თემატური სტატიები ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სფეროს ექსპერტებისაგან.


მისამართი: ქ. თბილისი გამსახურდიას გამზ IIკვ შენობა 9 ბ 2
ელ.ფოსტა: xxihera@gmail.com
ვებ-გვერდი: hera-youth.ge
Facebook



უფლებებისა და განათლებისათვის
ორგანიზაციის მისიაა საზოგადოების სამართლებრივი კულტურისა და მართლშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტანციებში. სამართლებრივი განათლების განვითარების ხელშეწყობა. კონკრეტული საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელება. ქალთა, გოგონათა, შშმ პირთა და ბავშვთა უფლებების დაცვა. თანამშრომლობა უფლებადამცველ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ქსელის შექმნა იმერეთის რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით ადამიანის უფლებებისა და განათლების სფეროში მოღვაწე პირთა გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ქალებს, ახალგაზრდა ქალებს, საციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს, მიიღონ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის პროევენციის, ადვოკატირებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ.

გაუწიოს ადვოკატირება შრომითი ურთიერთობების დავებში.

ტრენინგებისა და სასწავლო კურსების საშუალებით, ბენეფიციარებს გაუღრმავოს ცოდნა გენდერულ საკითხებზე.


მისამართი: ქ. ქუთასი, გაპონოვის # 30
ტელ.: 0431 241079
593 252686
ელ.ფოსტა: rightsandeducation@yahoo.com;
kateberdzenishvili@yahoo.com
Facebook
იალქანი
არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანი“ სხვადასხვა სერვისებს აწვდის ოჯახში ძალადობის მსხვერპლ პირებს, ქუჩაში მცხოვრებ ან მომუშავე ბავშვებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და მათ არასრულწლოვან შვილებს, განრიდებისა და რეფერირების პროგრამით მოსარგებლე არასრულწლოვნებს.
ორგანიზაცია აწვდის პირველად იურიდიულ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციას მომმართველებს, ზრუნავს მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე, აწვდის დღის ცენტრის სერვისებს, ასევე შუამდგომლობას უწევს სახელმწიფო სერვისების მიღებაში.
„იალქანის“ მიზანია, საზოგადოების ცნობიერების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება, ამისთვის ჩვენს ბენეფიციარებს უტარდებათ სხვადასხვა საინფორმაციო ტიპის ტრენინგები.
იალქანის მიერ მოწოდებული ყველა სერვისი უფასოა, ანონიმურობის სრული დაცვით.

მისამართი: ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ.27
ტელ : 599330104
ცხელი ხაზი :571978484
ელ.ფოსტა: ialqani2015@gmail.com
Facebook
ფონდი "სოხუმის" შესახებ


ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" 1997 წლიდან მუშაობს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური ინტეგრაციის, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით.

ფონდი „სოხუმის" საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გენდერული თანასწორობის დამკვიდრება და ქალთა შესაძლებლობების გაზრდა, ადგილობრივი დაგეგმვის, ბიუჯეტის შედგენის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის მიზნით.

ფონდი ეწევა საგანმანათლებლო, საკონსულტაციო საქმიანობას და ახორციელებს მონიტორინგსა და ადვოკატირებას, კანონების, პოლიტიკისა და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს უწყობს მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის დამკვიდრებას და მათ თანაბარ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ფონდი „სოხუმი" 2001 წლიდან აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების და ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების განვითარების ხელშეწყობის გზით.

ფონდი „სოხუმის" ბაზაზე ფუნქციონირებს „ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის დღის ცენტრი", სადაც ძალადობის მსხვერპლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია, გაიარონ პროფესიული კურსები დასაქმებაში ხელშეწყობის პერსპექტივით. ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო კრიზისულმა ცენტრმა, სადაც დაზარალებულებს შეუძლიათ გაატარონ თავშესაფარში განთავსებამდე პერიოდი, მიიღოს სხვადასხვა სერვისი.

ორგანიზაცია სისტემატიური მონიტორინგის გზით სწავლობს და აანალიზებს ოჯახში ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობას, აფასებს რეფერირების სისტემის აქტორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს და მათი კოორდინაციის დონეს. ფონდი „სოხუმი" ასევე აფასებს მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესაბამისობას ბენეფიციართა საჭიროებებთან და პრიორიტეტებთან. ყველა მიგნება, დასკვნა და რეკომენდაცია ასახულია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში, რომლებიც ვრცელდება შესაბამის უწყებებთან, თანამდებობის პირებთან, და დაინტერესებულ პირებთან, ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.

ფონდის მიერ 10 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებული „ქალთა მხარდაჭერის ცენტრები" სისტემატურად აგროვებენ ინფორმაციას ადგილობრივი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, ხდება მოქალაქეთა ინფორმირება, მობილიზება და მათი ჩართვა პრობლემათა ადვოკატირების პროცესში.

ორგანიზაცია სხვადასხვა დროს მონაწილეობს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 და სხვა რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში. ჩართული იყო და ხელს უწყობდა რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესს, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების მონაწილეობის გაზრდას, დიალოგის და თანამშრომლობის გაძლიერებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან.

ორგანიზაციას ჰყავს ტრენერების კვალიფიციური გუნდი და აქვს სხვადასხვა სატრენინგო მოდული, რაც ორგანიზაციის გამოცდილების მულტიპლიცირების და აუთსორსინგის მეთოდის გამოყენებით, ორგანიზაციის ექსპერტიზის და სერვისების გაცემის საშუალებას იძლევა.

ფონდი აქტიურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის და შესაძლებლობების განვითარებაზე, შესაბამისი ტრენინგების მიწოდების, მეთოდოლოგიურ მხარდაჭერის გაწევის, საჭიროებათა კვლევის განხორციელების და გენდერული პროგრამების და ბიუჯეტის დანერგვის ხელშეწყობის გზით. http://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/genderi-meinstriming/item/1751-2021-01-31-16-59-06

2013 წელს ორგანიზაციამ ოთხ მუნიციპალიტეტში დანერგა პილოტური გენდერული თანასწორობის მექანიზმები, რომელთა ფუნქციონირების წარმატებულმა პრაქტიკამ 2016 წელს ხელი შეუწყო მათ ასახვას კანონში და შემდგომ ინსტიტუციონალიზაციას ქვეყნის მასშტაბით. ფონდი „სოხუმი" დღემდე განაგრძობს გენდერული თანასწორობის საბჭოების ინსტიტუციურ გაძლიერებას, პრაქტიკული მეთოდოლოგიური მხარდაჭერის და შესაძლებლობების გაზრდის გზით და ხელს უწყობს მათ შორის არაფორმალური ქსელის შექმნას და თანამშრომლობას, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვეევბის შესახებ ინფორმაციის გაზიარების და კოორდინაციის გაძლიერების მიზნით. http://fsokhumi.ge/images/2016/9-10/public/1/ka.pdf

ფონდი „სოხუმი" ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით გატარებას ღია, ეფექტიანი, მონაწილეობითი და ანგარიშვალდებული ადგილობრივი მმართველობის დანერგვის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, რეფორმის განხორციელების მონიტორინგის პროცესში მისი ჩართვის და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ადვოკატირების გზით. https://csoforum.ge/index.php/ka/home-ka

ორგანიზაცია უწყვეტად არის ჩართული კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის, მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის პროცესში. ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრებისა და დისკუსიების გზით ფონდი „სოხუმი" აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან (ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები, ახალგაზრდები) წარსულის გადაფასების, კონფლიქტით გამოწვეული მტრის ხატის და დაძაბულობის შემცირების და მშვიდობის კულტურის გავრცელების მიმართულებით. ჩატარდა არაერთი კვლევა, გამოიცა და ფართოდ გავრცელდა მრავალი პოლიტიკის დოკუმენტი, ანალიტიკური ნაშრომი, მეთოდური სახელმძღვანელო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე და კონფლიქტების ტრანსფორმაციის ინოვაციურ ხედვებზე.

ფონდი „სოხუმი" ხელს უწყობს კონფლიქტების პრევენციის და ნაადრევი გაფრთხილების გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების (GREWS) დანერგვას. გენდერული ინდიკატორების გამოყენებით, ორგანიზაცია სისტემატიურად სწავლობს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების საჭიროებებს და მათი ადამიანური უსაფრთხოების ხარისხს, შეიმუშავებს არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირების სტრატეგიებს და აქტიურად მონაწილეობს პრობლემების გადაწყვეტის ადვოკატირების პროცესში, როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

ორგანიზაციას აქვს დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია. 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს მოსახლეობის წინასაარჩევნოდ ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით. 2012 და 2016 წლებში გამოსცა საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საპროგრამო დოკუმენტების კრებული, რომელსაც აქტიურად ავრცელებდა მოსახლეობაში და მრავალი საინფორმაციო შეხვედრებისა თუ მრგვალი მაგიდების ორგანიზებით უზრუნველყოფდა მოსახლეობისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს. 2006 წლიდან, აქტიურად თანამშრომლობდა პოლიტიკური პარტიების „ქალთა ფრთის" წარმომადგენლებთან, მათი როლის გაძლიერების და პოლიტიკურ პროგრამებში გენდერული თანასწორობის საკითხებისა და ქალთა პრიორიტეტების და საჭიროებების გათვალისწინების ხელშეწყობის მიზნით.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, განახორციელა ევროპაში წარმატებული მოდელის - ონლაინ „ხმის მრიცხველის" - „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის" (Voter Advice Application) დანერგვა ამომრჩეველთა წინასაარჩევნოდ ინფორმირების მიზნით.

„ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია" გულისხმობდა ონლაინ პლატფორმის შექმნას, სადაც მოქალაქეებს აპლიკაციაში ასახულ კითხვებზე პასუხების გაცემის გზით, შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ იგივე კითხვაზე საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტის პოზიციას და შეხედულებას, მოკლედ და ამომრჩევლისთვის გასაგებ ენაზე. ეს ეხმარებოდა მოქალაქეს გაეგო, თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტი იდგა ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან, რათა არჩევნებზე შეძლებოდა ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება. http://www.fsv4.ge/index.php/ka/

ახალგაზრდებთან მუშაობა ფონდი „სოხუმის" საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობები ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას და მათში კონკრეტული კომპეტენციების და უნარების განვითარებას გულისხმობს. განსაკუთრებით ეს ეხება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შეურიგებლობის აღზრდას, ტოლერანტობის კულტურის, კონფლიქტების მართვის, ძალადობის პრევენციის უნარების სწავლებას, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უშუალო პარტნიორობით ხორციელდება.

ფონდი „სოხუმის" ეგიდით დასავლეთ საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კონფლიქტის მართვის ჯგუფები და ახალგაზრდული კლუბები, მათ ბაზაზე შეიქმნა ახალგაზრდული ცენტრები, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, მათი ლიდერული და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას. ამ კუთხით ფონდს აქვს დიდი გამოცდილება.

ფონდი „სოხუმის" მიერ 2008 წლიდან დანერგილი ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის და ჩრდილების თეატრის ფარგლებში გამართული დისკუსიები ტოლერანტობის, აგრესიისა და ბულინგის გამოვლინებების მიმართ საზოგადოების შეურიგებლობას უწყობს ხელს და ამკვიდრებს თაობათა შორის პოზიტიური კომუნიკაციის პრაქტიკას.

2019 წლიდან დაარსდა კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის" თბილისის წარმომადგენლობის ოფისი. თბილისის წარმომადგნელობის მთავარი მისიაა, ფონდი „სოხუმის" მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მტკიცებულებებზე დაყრდობით შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება ცენტრალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. https://www.facebook.com/FStbilisioffice/?ref=pages_you_manage
Made on
Tilda